www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხების ექსპერტი
მომწოდებელი: ტექნოკრედიტი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 3 სექტემბერი

"ტექნოკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ექსპერტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი + საბონუსე სისტემა (400-600 ლარი)
დამატებითი სარგებელი: სამედიცინო დაზღვევა, პროფესიული ტრენინგები
ვებგვერდი: https://technocredit.ge
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

კომპანია "ტექნოკრედიტი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია "ტექნოკრედიტი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასესხო პორტფელის (ავტო) ყოველდღიური მონიტორინგი, მსესხებლებზე ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** მიმდინარე ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხების იდენტიფიცირება, პრობლემურ მსესხებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა, მაქსიმალური ძალისხმევის გამოჩენა;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშის წარდგენა გაწეული სამუშაოს და მიღებული შედეგების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად ახალი სამოქმედო გეგმის დასახვა;
** სხვა ფუნქციების შესრულება დაკისრებული ამოცანის გადასაჭრელად და თანამშრომლის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად.

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:

** აკადემიური განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, სასურველია რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** კანდიდატს უნდა შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სავალდებულოა ორგანიზებულობა, კეთილსინდისიერება, თავაზიანობა და აკურატულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2022 წლის 3 სექტემბრისა.

გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |