კომპანია "IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო ზარალების მართვის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
მოვალეობები:
** არასამედიცინო ზარალების ეფექტიანი მართვა
** მონაცემთა ბაზების და სტატისტიკური მონაცემების გამართული აღწერა
** არასამედიცინო დაზღვევის პორტფელის მომგებიანობის უზრუნველყოფა
** მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში დაზღვეული ავტოტრანსპორტის (კასკოს) ზარალის შემთხვევის ადგილზე გასვლა, შემთხვევის შესწავლა, საინფორმაციო სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება, აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება
** დაზღვეული ქონების ზარალის შემთხვევის ადგილზე გასვლა, შემთხვევის შესწავლა, საინფორმაციო სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება, აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება
** შესაბამის პროფილის პროვაიდერებთან (ავტო-ტექ. მომსახურების ცენტრები და. ა.შ. მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულებების მომზადება)
** ხარისხის მართვის სახელმძღვანელოთი განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აღსრულება.
განათლება:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რუსული, ინგლისური ან გერმანული ენების ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება:
** არასამედიცინო ზარალების მართვის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე და საპრეზენტაციო კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია Excel-ის სრულყოფილი ცოდნა);
უნარ-ჩვევები:
** აზროვნების სისხარტე;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** მოქნილი ცვლილებების მიმართ;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** სპეციფიკურ სამუშაო რეჟიმში მუშაობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი შრომისუნარიანობა;
** პრეზენტაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
** ბიზნესისადმი ერთგულება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: vacancy@igg.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "არასამედიცინო ზარალების მართვის მენეჯერი".
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!