www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარაგების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევექსი კლინიკები
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკების და სათავო ოფისის მარაგების ხარჯვის ანალიტიკა;
** კლინიკების დაგეგმილი ბიუჯეტისა და მათ მიერ დაფიქსირებული მოთხოვნების შედარებითი ანალიზი, შესაბამისი რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** ქსელის მასშტაბით, სამედიცინო დაწესებულებების საშუალო ხარჯვისა და ნაშთების მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი;
** კლინიკების მიერ, არაგეგმიური შეკვეთებისა და გადახარჯვის მონაცემების ანალიზი;
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით, არასამედიცინო/სამედიცინო მარაგების ხარჯვის შესახებ, ინფორმაციის მოგროვება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
** მარაგების მიწოდების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების/შეფერხების შესახებ, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მარაგების დაგეგმვის ან/და ანალიტიკის მიმართულებით)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** სასურველია Exact-ის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პარტნიორობა;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
** შედეგზე ორიენტაცია;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/maragebis-analitikosi/506

"ევექსი კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |