www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომო / სტაჟიორი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების და დისტრიბუციის დეპარტამენტში პრომო / სტაჟიორის პოზიციაზე.

ბრენდი EMTOP (ხელსაწყოები)
ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში.

კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ, საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს.

ბენეფიტები:

** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება;
** Fit pass;
** მრავალფეროვანი ტრენინგები (პროდუქციის, პროგრამის, უცხო ენების).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ასორტიმენტის ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** პრომო აქციების დაგეგმვა, მათი ეფექტურობის მონიტორინგი, საფასო პოლიტიკის კონტროლი;
** პროდუქციის სწორად განლაგების მონიტორინგი, მასალების საჭიროების დადგენა და შექმნა;
** შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად მომწოდებლების შერჩევა;
** გაყიდვების მონიტორინგი და სტიმულაცია.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით) განიხილებიან დამამთავრებელი ან მაგისტრატურის სტუდენტები;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოტივირებულობა;
** ენერგიულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მეილზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |