www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმი თერაპევტი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

"სს ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ექიმი თერაპევტის პოზიციაზე სისხლის ცენტრში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №85
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი კვირაში 5 დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, ანამნეზის შეკრება;
** თერაპიული გასინჯვა, პირველადი დახმარების გაწევა, ანკეტური გამოკითხვა, დონაციის პროცესზე მეთვალყურეობა, დონაციის შემდგომ დონორის მდგომარეობაზე კონტროლი, კომუნიკაცია დონორთან შესაძლო გართულებებზე, ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა ლაბორატორიული შედეგების მნიშვნელობის შესახებ
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** კომუნიკაცია ნათესავი დონორების შემთხვევაში პაციენტის პატრონთან ან თავად პაციენტთან საჭიროების შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა თერაპევტის ან ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** სასურველია აღნიშნული მიმართულებით არაუმცირეს 2 წლის მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 აგვისტო, 2022 წელი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/terapevti-sisxlis-centrshi/873

"სს ევექსის ჰოსპიტლები"მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |