სასტუმრო "რუმს კოხტა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მიმტანის დახმარება შეკვეთის დროულად მიღებასა და სტუმრის სათანადო მომსახურებაში;
** მზა შეკვეთის დროული მიწოდება სამზარეულოდან მიმტანამდე;
** შეკვეთის სწორად, სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** კოლეგების დახმარება და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.bakuriani@roomshotels.com
სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთ მოყვანილი აღწერილობა.