www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის ვაკანსიაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის ან/და მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Autocad, Archicad).

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და შესრულების უზრუნველყოფა;
** მშენებლობის გეგმა-გრაფიკის შედგენა/შესრულება;
** სამშენებლო პროცესის კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციის და დადგენილი ნორმების შესაბამისად;
** სამშენებლო მასალების ხარისხის და რაოდენობის კონტროლი;
** პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
** სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
** ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგებების წარმოება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31 აგვისტო, 2022 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |