"სმართ ვეარჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ფიქერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კ.მ
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
სამუშაოს აღწერილობა: საწყობში არსებულ პროცესებში მონაწილეობის მიღება
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთების აგროვება;
** რიგებში წესრიგსა და სისუფთავეზე ზრუნვა;
** კონკრეტული შეკვეთის აგროვების შემდეგ შესაბამისი ინფორმაციის ამობეჭდვა და მოცემულ შეკვეთაზე მიკვრა;
** შეკვეთის მომზადება;
** პროდუქციის გაცემა;
** საწყობის დალაგება;
** საწყობის გეგმური აღწერა;
** გადაცემული ინვენტარის (ტექნიკა, აღჭურვილობა) მოვლა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.
სასურველი:
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** ინგლისური ენა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: info@ware-house.ge.
შეტყობინების "subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ფიქერი, ან დაგვირეკეთ ნომერზე 2 907 709