www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო პასპორტი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

სასტუმრო "Hotel Passport Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - სასტუმროს მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი განხორციელება.
** სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების განხორციელება.
** ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან.
** მიღება-განთავსების განყოფილების სრული სამუშაო ციკლის კურირება.
** სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტების და მომსახურების შესახებ.
** შეძლებისდაგვარად სტუმრის მოთხოვნების და პრობლემების მოგვარება.
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასტუმროს მიმღებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, რუსული და სხვა ენები ჩაითვლება უპირატესად.
** ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მონდომებულ თანამშრომლებს.

უნარ-ჩვევები:

** სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** 12 საათიანი მორიგეობა.
** 2 დღე მუშაობის 2 დღე დასვენების.
** პერსონალის კვება უზრუნველყოფილია.
** კონკურენტული ხელფასი და დამატებითი შემოსავალი სერვისების გაყიდვიდან.
** მეგობრული და თბილი სამუშაო გარემო.

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება ზემოხსენებულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@passporttbilisi.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("ადმინისტრატორი"), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577580045



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |