www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 აგვისტო

კომპანია გეფა ახალი ფრენჩაიზ პროექტის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა ეფექტური მართვა;
** სამუშაო გუნდისთვის ყოველთვიური მიზნების დასახვა და შესრულების კონტროლი;
** მომხმარებლის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის და ბრენდის სტანდარტის შესაბამისად;
** ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო პროცესების მართვა - დადგენილი შინაგანაწესის მიხედვით;
** ყოველდღიური სალარო ოპერაციების კონტროლი;
** მაღაზიის დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა და პროდუქციის სტანდარტების შესაბამისად წარმოდგენის კონტროლი;
** გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის დამტკიცებული შინაგანაწესის დაცვა;
** ფილიალის თვის/წლის გეგმის მიღწევის ორგანიზება;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდის მართვის/ხელმძღვანელობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ტანსაცმლის საცალო გაყიდვების მიმართულებით.
** ინგლისური ენის ცოდნა. სასურველია რუსული ენის ცოდნაც.
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე არაუგვიანეს 30 აგვისტოსი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |