www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მატერიალურ-ტექნიკურ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირი
მომწოდებელი: ბაიკლენდი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

შპს "ბაიკლენდი" აცხადებს ვაკანსიას მატერიალურ-ტექნიკურ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** საწყობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და საწყობში მიმდინარე პროცესების მართვა ყოველდღიურ რეჟიმში.
** საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება.
** პროდუქციის მიღება, შედარება შესაბამის დოკუმენტაციასთან, აღრიცხვა, პროგრამაში შეყვანა და დასაწყობება შესაბამისი წესების დაცვით.
** სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება.
** კომპანიის მარაგების მართვა, პერიოდულად ინვენტარიზაციის ჩატარება.
** პროდუქციაზე სეზონურობის და გაყიდვების გათვალისწინებით მინიმალური ზღვრების დადგენა.
** მარაგებიდან გამომდინარე შესყიდვების ინიცირება.
** ტექნიკურ სამეურნეო საქმიანობაზე პასუხისმგებლობა.
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ეფექტური მონიტორინგი.
** ლოჯისტიკური პროცესების მართვა.
** ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება მარაგების მართვის სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
** სასურველია: ინგლისური და რუსული ენების ფლობა

კომპეტენცია და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 31 აგვისტო.

საკონტაქტო ელფოსტა: bikelandvacancy@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |