www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი "მედი" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგის პოზიციაზე, თბილისში.

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებით წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში. კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

კლინიკა მედის პრიორიტეტებია:

** საუკეთესო მომსახურება;
** კვალიფიციური ექიმები;
** უახლესი ტექნოლოგიები;
** მუდმივი განვითარება;
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო.

ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება ესთეტიკური მედიცინის სფეროში. თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში და მიიღებთ ათობით პოზიტიურ შეფასებას პაციენტებთან მუშაობის ინოვაციური მეთოდების წყალობით. ჩვენი კომპანიის მენეჯერები იმუშავებენ თქვენთან ერთად გუნდურად, მაქსიმალურად მოახდენენ თქვენი მუშაობის რეკლამირებასა და გაპიარებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** რეზიდენტურა დერმატო-ვენეროლოგიაში ან კოსმეტოლოგიაში;
** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატის არსებობა;
** ნებადართული სპეციალობა "დერმატო-ვენეროლოგია";
** სასურველია პროცედურების ჩატარების შესაძლებლობები და უნარები;
** შემდეგი ინიექციური ტექნოლოგიების ცოდნა: კონტურული პლასტიკა, ბოტულინო თერაპია, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, პლაზმური თერაპია, სახის მოდელირება;
** შემდეგი მოვლის პროცედურების ცოდნა: წმენდა, პილინგი და ა.შ.;
** აპარატული კოსმეტოლოგიის ცოდნა: RF ლიფტინგი, ლაზერული ეპილაცია, ლაზერული ზედაპირული დამუშავება, აბლაციური და არააბლაციური გაახალგაზრდავება, კრიოლიპოლიზი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის კონსულტაცია;
** სამედიცინო მომსახურების გაწევა დერმატო-კოსმეტოლოგიის დარგში, ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მომხიბვლელ ფასდაკლებებს კლინიკა მედის პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულებს;

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2022 წლის 30 სექტემბრამდე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |