www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: Eco Wood
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

კომპანია "ეკო ვუდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

"ეკოვუდი" წარმოადგენს ნატურალური ხის მასალებისა და ხის დასამუშავებელი ლაქ-საღებავების ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში საქონლისა და მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვისა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა, საწყობში მათი რაციონალური განთავსება;
** საჭირო მასალების მოძიება და გაცემის პროცედურის გამარტივება და დაჩქარება;
** საქონლისა და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი;
** დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება;
** სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება);
** საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
** სასაწყობე პროდუქციის მიღება-გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
** საქონლის, მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
** სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება;
** სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და მართვა მოთხოვნილი ინტენსივობის შესაბამისად;
** წუნდებული პროდუქციის მართვა;
** საწყობის სისუფთავის დაცვის მონიტორინგი.

სამუშაო გრაფიკი: 10:00სთ-18:00სთ, დასვენება კვირაში ერთი დღე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია 2 წელი;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: purchasing@ecowood.ge

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/ecowood.ge
ვებგვერდს: http://www.ecowood.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |