www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Mid and Senior .Net დეველოპერი
მომწოდებელი: Lemondo
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კომპანია "Lemondo" აცხადებს ვაკანსიას Mid and Senior.NET დეველოპერის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს შიდა პროექტებზე.

Lemondo დაარსდა 2010 წელს და არის წამყვანი iOS, Android და Web აპლიკაციების და თამაშების დეველოპერი კომპანია საქართველოში. სასიამოვნო, კომფორტული და მეგობრული გარემოს შედეგი არის 100-ზე მეტი პროდუქტი (როგორებიცაა Elvis Delivery, TKT.GE, SS.GE, Moitane, Domenebi.ge და სხვა), რომელიც შეიქმნა როგორც მსოფლიო ისე ადგილობრივი ბაზრისათვის.

გუნდში ვეძებთ .NET დეველოპერს შემდეგი უნარებით:

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ აპლიკაციების (Back-end) შექმნა/განვითარება
** ახალი ვებ ტექნოლოგიების კვლევა-გამოყენება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** .NET Core framework-თან მუშაობის გამოცდილება
** RESTful API-სთან მუშაობის გამოცდილება
** რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** C# მაღალ დონეზე ცოდნა
** ASP.NET MVC ტექნოლოგიის ცოდნა

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (სასურველია):

** OAuth 2 authorization framework-თან მუშაობის გამოცდილება
** JavaScript, HTML და CSS-ზე მუშაობის საბაზისო გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** მიზანმიმართულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად კვლევის უნარი
** განვითარების სურვილი

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00სთ დან 19:00სთ-მდე შაბათ-კვირის გარდა)

ანაზღაურება: ვეძებთ საშუალო და სენიორ დონის დეველოპერებს გამოცდილების შესაბამისი ანაზღაურებით + დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს, რომლებთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lemondo.com და Subject-ად მიუთითეთ "NET Developer".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |