www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 380-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.nikorasupermarket.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. ფოთში

მისამართი: ქ. ფოთი, ლარნაკას N 8
ანაზღაურება: 1150-1250 ლარი (მართვის მოწმობის კატეგორიის მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება
** სადისტრიბუციო ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, ჩამოტვირთვა
** ტრანსპორტირებისთვის გამზადებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B/C -კატეგორიის მართვის მოწმობა
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-ექპედიტორი ფოთში".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |