www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ჯგუფში შემავალი ბიზნესერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, ბუნებრივი აირით ვაჭრობას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას და სამშენებლო მასალების წარმოებას. ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს არადაკავშირებულ სექტორებშიც, როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი: კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის მომგებიანი ადგილობრივი ბიზნეს-გარიგებების მოძიება და მომწოდებლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტრუქტურული ერთეულების მიერ მოთხოვნილი მასალის ადგილობრივი შესყიდვების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** მოთხოვნილი მასალის ფასთაკვლევა, შესაბამისი ინვოისების წარმოდგენა და კომპანიისთვის მომგებიანი პოტენციური მომწოდებლის მოძიება;
** არჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება პროცესის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ტრანსპორტირების პროცესის ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დამზადებისა და მოწოდების დროის გათვალისწინებით შესყიდვების დეპარტამენტში შემოსული წარმოების გეგმის განფასებაში მონაწილეობის მიღება;
** მომწოდებლებთან ყოველდღიური აქტიური კომუნიკაცია;
** როგორც ქვეყნის შიგნით, ასვე ქვეყნის გარეთ შეძენილი ტვირთების გადაზიდვის ლოჯისტიკის ორგანიზების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესყიდვების სფეროში;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული საკანონმდებლო და საგადასახადო აქტების ცოდნა.

მოხარული ვიქნებით, რომ შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ და ხალისიან გუნდს. გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gig.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |