www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც აერთიანებს შემდეგ ციფრულ პლატფორმებს: Livo, Vendoo, Swoop, Myauto, Mymarket, Myhome, Myparts, გუნდისთვის ეძებს გაყიდვების სპეციალისტს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი, +1 საათი შესვენება
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე) + 4 day off წელიწადში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების ინდივიდუალური/გუნდური გეგმების შესრულებაზე ზრუნვა;
** ახალი კომპანიების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი პირობების შეთავაზება;
** გუნდის ლიდერთან ერთად ახალი სტრატეგიების შემუშავება და განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობა;
** პარტნიორი კომპანიებისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების წარმოება;
** პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებაზე ზრუნვა, მათთვის სრულყოფილი სერვისის შეთავაზებით;
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი პირობების შეთავაზება;
** ბაზარზე მიმდინარე მდგომარეობის შესწავლა და შეფასება;
** გაყიდვების გუნდის განვითარებისა და პროცესების ჩამოყალიბებაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ბოლო კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით;
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარები:

** გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** უკუკავშირისადმი ღიაობა;
** პრობლემებზე სწრაფად რეაგირებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ცვლილებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tbcnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |