www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ფაბრიკონი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე, კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონი" პიონერია კონვეიერული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მის საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.

"ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს,

"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე ნახევარი განაკვეთით.

შესასრულებელი სამუშაო:

** კომპანიის სოციალური ქსელის გვერდის მართვა,
** კომპანიის მოკლე და გრძელ ვადიანი მიზნებიდან გამომდინარე შესაბამისი ვიზუალური და ტექსტური კონტენტის/შინაარსის შექმნა,
** სოციალური მედია განთავსების გეგმის შედგენა,
** სოც. მედიის აქტივობების სტატისტიკის ანალიზი,
** სოც. მედიის აუდიტორიის სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა და შესაბამისად კონტენტის/შინაარსის კორექტირება,
** სოციალური მედია მარკეტინგის და სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა და მართვა,
** კონკურენტი კომპანიების ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი,
** თანამედროვე ციფრული მედიის ტრენდების, ახალი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების გამოყენება,
** ფოტო&ვიდეო მასალების შექმნის ინიცირება და მართვა,

სამუშაო უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებებია: ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კომპიუტერული პროგრამები;
** FB meta business suit,
** Photo shop, Illustrator, corel მსგავსი პროგრამების დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა,

პიროვნული თვისებები:

** შრომის მოყვარე,
** შედეგზე ორიენტაცია,
** პუნქტუალური,
** დისციპლინირებული,
** სწრაფი,
** კეთილსინდისიერი,
** ხელმარჯვე,

ჩვენს რას გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდი,
** კონკურენტული ანაზღაურება,
** განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო,

ადმინისტრაციული დეტალები:

** სამუშაო გრაფიკი ნახევარი განაკვეთი
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N8

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე hr@fabricon.ge

დაგვირეკეთ მობ 591 035 551 ან ფიქს. 032 24 24 099



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |