www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: B2B მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"თბილისი მედიკი" აცხადებს ვაკანსიას B2B მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"თბილისი მედიკი" მე-12 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტსა და რეალიზაციას, ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას. კომპანიის განაცხადია: "ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში".

ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი.
ჩვენი გუნდი ქართული სამედიცინო სფეროს მხარდასაჭერად ძალისხმევას არ ზოგავს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე - 09:30-18:00 სთ;
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას 28ა;
** ანაზღაურება: შეთანხმებით.

მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიების შედგენა;
** ბრენდის სანდოობის ამაღლება არსებულ და პოტენციურ კლიენტებში;
** კლიენტების მოზიდვის უზრუნველყოფა რეაქტიულ არხებში ეფექტური მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებით;
** მარკეტინგული პროექტების ჭრილში არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და მათი ლოიალობის ამაღლება;
** კომპანიის გეგმებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესისთვის ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა;
** კატეგორიის დირექტორებისა და გაყიდვების გუნდებისგან მარკეტინგული საჭიროებების მოგროვება, შეხვედრაზე მათი განხილვა და განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღება;
** კომპანიის ღონისძიებების/პრეზენტაციებისა და ფორმალური ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა შესაბამისი პირების მხარდაჭერით;
** კომპანიის ვიზუალური მახასიათებლების განვითარების იდეების გენერირება, შეხვედრაზე განხილვა, არგუმენტაცია და დამტკიცება;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება;
** მარკეტინგის მიმართულებით არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან (მედია, კრეატიული სააგენტოები, სარეკლამოები) მოლაპარაკებების წარმოება;
** ბრენდის რეპუტაციის, ცნობადობისა და აღქმის მონიტორინგი საზოგადოებასა და სამიზნე სეგმენტში, შედეგების ანალიზი და წარდგენა გაყიდვების ფორმატში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** B2B მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მარკეტინგული სამუშაო გამოცდილება კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია სოციალური ქსელების და ვებგვერდის მართვის გამოცდილება;
** სასურველია ციფრული გაყიდვების არხების პოპულარიზებაზე სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Ms Word, Excel, Power Point, Adobe programs);
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ინიციატივიანი;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევების მქონე;
** კრეატიული აზროვნების უნარის მქონე;
** გუნდურად მუშაობის უნარის მქონე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "B2B მარკეტინგის მენეჯერი"

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |