www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

კომპანია "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 10:00-19:00, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 600 ლარი

მოვალეობები:

** პაციენტებისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმართვა
** პაციენტების ჩაწერების ორგანიზება
** დამზადებული სუპინატორების აღრიცხვა, სათანადო ადგილას განთავსება და პაციენტების დროული ინფორმირება
** შემოსული ზარების მონიტორინგი და პაციენტებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება
** ადმინისტრაციული ზარების განხორციელება
** ყოველდღიურად სტატისტიკის ზუსტად შევსება და მონიტორინგი
** არსებული პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა
** საკურიერო მომსახურების დაორგანიზება
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა
** ჩაწერის გარეშე მოსული პაციენტების შემთხვევაში ცოცხალი რიგის კონტროლი

უნარები:

** გამართულად მეტყველების უნარი
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** კრეატიულობა და აქტიურობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება და პრობლემის ეფექტურად მოგვარების უნარი

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** რუსული და ინგლისურის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და გთხოვთ სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |