www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო ცენტრის რეზერვი ოპერატორი
მომწოდებელი: უნივერსალ ქარდ კორპორეიშენი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

უნიქარდი აცხადებს ვაკანსიას - სატელეფონო ცენტრის რეზერვი ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** სატელეფონო ცენტრში შემოსული ზარების მიღება და დამუშავება;
** სატელეფონო ცენტრიდან გამავალი ზარების განხორციელება;
** კლიენტთა ანგარიშებზე სხვადასხვა სახის ოპერაციების განხორციელება კომპანიაში არსებული პროცედურების შესაბამისად;
** კლიენტებთან ან/და მათ მომსახურებასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემების ოპერატიულად და ეფექტურად მოგვარება;
** კომპანიაში არსებული პროდუქტებისა და პროცედურების სრულყოფილი ცოდნა და დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
** კომპანიის შინაგანაწესის და კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად.

აუცილებელი უნარები:

** დახვეწილი, გამართული მეტყველება, სასიამოვნო ხმა;
** სასურველია გავლილი ჰქონდეს ტრენინგი სერვის პლიუსში;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატელეფონო ცენტრში ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულოა (წერილობითი/სასაუბრო);
** MS Office-ის და ინტერნეტის საძიებო სისტემის მაღალ დონეზე ცოდნა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარ-ჩვევები;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სისხარტე, ოპერატიულობა, პასუხისმგებლიანობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა;
** დისციპლინური.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (cv) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@unicard.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სატელეფონო ცენტრის ოპერატორი.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს http://www.unicard.ge

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი - კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/მონაცემები არის უტყუარი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან.

შპს "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"- ის კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |