www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ოპერატორი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

სადისტრიბუციო კომპანია "ბი-ემ-ესი" აცხადებს ვაკანსიას დამწყები 1C ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო პირობები:

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 სთ-დან 18:30 სთ.
დასვენება: კვირაში ორი დღე შაბათი-კვირა ან კვირა-ორშაბათი.
საწყისი ანაზღაურება: მუშაობის დაწყების პირველ თვეს 400 ლარი, მუშაობის დაწყების მეორე თვიდან 600 ლარი.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის N27

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** 1C პროგრამის შესწავლა (შევასწავლით ადგილზე);
** შეკვეთების რეალიზაციაში გადატანა;
** შეკვეთის გაფორმება;
** შეკვეთის უკან დაბრუნება;
** შემოსავლების გვერდზე (RS.GE-ზე) ფაქტურების და ზედნადებების ატვირთვა/კორექტირება;
** ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი;
** Microsoft Office-ში მუშაობა;
** ტელეფონით მუდმივი კავშირი პრისეილერებთან, სადისტრიბუციო სამსახურთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, განიხილება სტუდენტებიც;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;

უნარ-ჩვევები:

** ყურადღებიანი, მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშობის უნარი.

თუ მზად ხართ, იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი, განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge.

გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მონაცემები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |