www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Snap Fitness
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"Snap Fitness Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბარში წარმოდგენილი საკვები დანამატების სრულყოფილი ცოდნა;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
** შეიკების/ყავის/ფრეშის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება;
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება ფიტნესით დაინტერესებულ კანდიდატს;
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** ენერგიული და კომუნიკაბელური.

ჩვენ გთავაზობთ:

სნეპ ფიტნესის დარბაზში შეუზღუდავ წვდომასა და სარგებლობას.

სამუშაო გრაფიკი:

ცვლების მიხედვით - 4-5 დღე მუშაობა, 2- 3 დღე დასვენება, შესაბამისად კვირაში 26-დან - 32.5 საათამდე.
ანაზღაურება: 490-დან 600 ლარამდე + გეგმის შესრულების შემთხვევაში, დამატებით ხელფასის 25%.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: magdalina1405@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბარმენი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |