www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონტაქტ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობა:

** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება კომპანიის დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სავაჭრო აგენტის მომართვიანობისას POS ტერმინალის სარგებლობის მხარდაჭერის კოორდინაცია;
** საჭიროების დადგენა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა - სასურველია;
** POS ტერმინალთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება - სასურველია;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა

სამუშაო საათები: 09:00-24:00 ცვლების მიხედვით, არაუმეტეს კვირაში 40 საათისა;
საწყისი ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |