www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: RSM Georgia
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"RSM"-ი წარმოადგენს რიგით მეექვსე გლობალურ დამოუკიდებელ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ქსელურ კომპანიას მსოფლიოს 120 ქვეყანაში, 780 ოფისით და 41 000-ზე მეტი პროფესიონალით. "RSM საქართველო" არის "RSM"-ის ქსელის დამოუკიდებელი წევრი.

"RSM საქართველო" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე უცხოურ სამშენებლო კომპანიაში.

ძირითადი მოვალეობები:

** დღიური საბუთების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება;
** ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
** ბუღალტრული გატარებების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** ბუღალტრულ პროგრამა "SAP"- ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დარიცხული სახელფასო განაკვეთი: 1875 ლარი

თანამშრომლობის სარგებელი:

** თქვენ ზურგს გაგიმაგრებთ მსხვილი პროფესიული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს რესურსი, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დაეხმაროს ნებისმიერი ტიპის ფინანსური გამოწვევების გადალახვაში და სხვადასხვა სტრუქტურებთან ურთიერთობაში.
** "RSM Georgia" ახორციელებს თანამშრომლების მუდმივ ტრენინგსა და სხვა ბუღალტრებთან გამოცდილების გაცვლას, რაც ხელს უწყობს თანამშრომელს პროფესიული წინსვლისა და განვითარებაში.
** პროექტი, რომელზეც დასაქმდებით, არის საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი და მიღებული გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ttsitelauri@rsm.ge და "Subject" ველში მიუთითოთ: "Accountant".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |