www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ლაზიერი
თანდართული ფაილი: 99099_lazieri_app_form_4189792.docx
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

აქ ოცნებების ასრულება რთული არ არის

"ლაზიერის" გუნდი ვეძებთ წარმოების ხელმძღვანელს!

თუ დატვირთული სამუშაო გრაფიკი შენთვის სირთულეს არ წარმოადგენს და გაგაჩნია თანამშრომელთა გუნდის მართვის უნარი, მაშინ ყურადღებით გაეცანით ვაკანსიას და დავიწყოთ მომავალ შესაძლო თანამშრომლობაზე მუშაობა!

"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ქმნის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვისაც. საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული დანადგარებით და მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (The Size`s Neolith®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით. ბრენდი ორიენტირებულია მაღალპროფესიონალურ მომსახურებასა და მუდმივ განვითარებაზე

თანდართულ ფაილად გაეცანით კომპანიის პორტფოლიოს.

https://www.facebook.com/lazierigeo/videos/571596574605730/?extid=CL-UNK-UNK-UNK-IOS_GK0T-GK1C&ref=sharing

"ლაზიერი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა რომელიც დაკომპლექტებულია მაღალ კვალიფიციური კადრებით და ორიენტირებულია ძლიერი კადრების მოზიდვაზე.

წარმოების ხელმძღვანელის მოვალეობები:

** საწარმოო გეგმების შემუშავება (საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური ნაწილიც) დაგეგმვა, მართვა და შესრულების კონტროლი;
** საწარმოო პროდუქტის ხარისხის სტანდარტებში და დადგენილ ვადებში წარმოება;
** საწარმო პროცესების: ნედლეულის და მატერიალით უზრუნველყოფა, დასაწყობება მათი მეთვალყურეობა და კონტროლი;
** უზრუნველყოს და თვალყური ადევნოს საწარმო დანადგარების გამართულად მუშაობას რადგან თავიდან აიცილოს წარმოების სამუშაო პროცესის შეფერხება;
** წარმოების პროცესში არსებული პრობლემების დროული გამოვლენა და გადაჭრა;
** წარმოების პროცესის მუდმივი მონიტორინგი;
** წარმოების თანამშრომლებზე დავალებების სწორად და ეფექტურად გადანაწილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური განხრით;
** აუცილებელია ავეჯის საწარმოში მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS office) ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული;
** თანამშრომელთა გუნდის მართვის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული;

ლაზიერი, განვითარებაზე ორიენტირებული, ენერგიული ახალგაზრდების მეგობრული გუნდია.

ჩვენი გუნდის თანადგომით შეგიძლიათ თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება, სწრაფი პროფესიული და კარიერული ზრდა.

გვაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა და მოქნილი სახელფასო სისტემა;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "წარმოების ხელმძღვანელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადის განხილვა არ მოხდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |