www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომობილის ნაწილების უცხოეთიდან გამოწერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Global Auto Import
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

შპს "Global Auto Import" აცხადებს ვაკანსიას უცხოეთიდან ავტომობილის ნაწილების შესყიდვა-გამოწერის პოზიციაზე.

კომპანია "Global Auto Import", 2017 წელს დაარსდა და უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ამერიკიდან იმპორტის ბაზარზე. ავტოიმპორტს აწარმოებს, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთაც.

აუცილებელი უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,
** უცხოეთიდან ავტონაწილების შერჩევა-შესყიდვა: პოლონეთი, რუსეთი, დუბაი, ამერიკა (უნდა ერკვეოდეს როგორც ადგილზე მანქანებში, ასევე ნაწილებში)
** რუსული და ინგლისური ენის კარგად ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებული და დისციპლინირებული
** ახალი მომხმარებლების მოზიდვა
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ასაკი: 20-დან 35 წლამდე

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
** მისთვის სასურველი ავტომობილის ნაწილის უცხოეთში დროული შერჩევა-შეძენა
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად და ეფექტურად შესრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) მითითებულ მისამართზე: info@glob.ge.
გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის, 31 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |