www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიემთი გასტრონომია
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"ჯი-ემ-თი გასტრონომია" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯი-ემ-თი გასტრონომია" აერთიანებს განსხვავებული კონცეფციის ოთხ სარესტორნო სივრცეს. მის შემადგენლობაში შედის ფუნიკულიორის კომპლექსი, სახაბაზო "პური გულიანი", გასტრონომიული დუქანი "რიგი" და "პური გულიანი ექსპრესი".

კომპანიის მთავარი ამოცანაა სტუმარმასპინძლობის სფეროში საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ახალი და მრავალფეროვანი პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

პოზიციის მდებარეობა: ჭანტურიას ქ. 6/2.

საკონტაქტო ნომერი: 577 319 300.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში წარმოქმნილი საქმიანობების წარმართვა, ორგანიზება;
** სატელეფონო ზარების, კორესპონდენციისა და დოკუმენტაციის მართვა;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის კონტროლი, ნუმერაციის მინიჭება, გადამისამართება შესაბამის სამსახურში;
** საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა (საოფისე ინვენტარისა და მარაგების შეძენა და კონტროლი);
** შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება, სტუმრების მიღება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება HR დეპარტამენტსა და გენერალურ მენეჯმენტთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@gmtgroup.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "ოფის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |