www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური ასისტენტი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს ტოიოტას დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან 15:00-მდე).

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სისტემების ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი;
** ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ინვენტარის, ტექნიკური აღჭურვილობის, ელ. მომარაგების, წყალმომარაგებისა და სხვა დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთების პროცესში ჩართულობა;
** წყლის დისპენსერების გამართულად მუშაობის მონიტორინგი და აპარატების წყლით უზრუნველყოფა;
** გასაყიდი ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფის მონიტორინგი;
** მსხვილ სამეურნეო და ტექნიკური პროექტებში ჩართულობა;
** სამშენებლო/კოსმეტიკური პროექტებისთვის ხელოსნების მოძიების პროცესში ჩართულობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი;
** სხვადასხვა საოფისე ინვენტარისა და ნივთების საჭიროების განსაზღვრა და ექსპლუატაციის წესების დაცვის მონიტორინგი;
** შეძენილი სამეურნეო/საოფისე საქონლის ან მიღებული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** კომპანიის მიერ გამართული ღონისძიებების მხარდაჭერა ტექნიკურ საკითხებში;
** საჭიროების შემთხვევაში ინვენტარის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სამეურნეო/საოფისე ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით;
** ტექნიკური და ანალიტიკური უნარები;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/1824? და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |