www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ატლასი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

დეველოპერი სამშენებლო კომპანია "ატლასი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის იურიდიული მხარის გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მემორანდუმებისა თუ სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება/რეგისტრაცია შესაბამის ორგანოებში;
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებების, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, სასამართლოში წარმომადგენლობა;
** კომპანიის ნებისმიერი დოკუმენტაციის მომზადება/ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
** წარმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
** სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების და ცვლილების მუდმივი მონიტორინგი, მათი ანალიზი და  შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის  და სტრუქტურული ერთეულებისათვის; 
** კომპეტენციის შესაბამისად სხვადასხვა იურიდიული დავალებების შესრულება.

პროფესიული მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით;
** იურიდიულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საქმისწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
** საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** აკადემიური წერის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@atlas.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |