www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: MS ჯგუფი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კომპანია "MS GROUP" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით. კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორაციულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.

კომპანია "MS GROUP" ეძებს თანამშრომელს საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1000 + ბონუსი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი - ლილოს დასახლება, ჭირნახულის 4

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბითუმო გაყიდვების დეპარტამენტის შეკვეთების ასახვა პროგრამაში, სასაქონლო ზედნადების სიზუსტით მომზადება და ატვირთვა;
** მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის შეყვანა;
** ლოჯისტიკის ფაილის შევსება/რეპორტინგი;
** საწყობთან კომუნიკაცია და ლოჯისტიკის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** მძღოლ-დისტრიბუტორებთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში პრობლემის აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** მძღოლ-დისტრიბუტორების მიერ ქსელებიდან დაბრუნებული სასაქონლო ზედნადების ჩაბარება და დაარქივება;
** ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული მუშაობის უნარი;
** პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების და სტრესის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა
** აუცილებელია MS Office, MS Excel, Apexs ცოდნა მაღალ დონეზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@ms-group.ge.
წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |