www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმი გასტროენტეროლოგი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი გასტროენტეროლოგის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი გასტროენტეროლოგიაში;
** აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის დიაგნოსტირება და მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებული სტანდარტების მიხედვით;
** სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** საერთაშორისო გაიდლაინებისა და შიდა პროტოკოლის ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

პიროვნული უნარ-თვისებები:

** გულისხმიერება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 05.10.2022-მდე ელექტრონულ მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |