www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერიის ოპერატორი
მომწოდებელი: მასტერ თრეიდი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"მარს - ვრიგლის" ("სნიკერსი") ოფიციალური პარტნიორი საქართველოში - შპს "მასტერ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერიის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში, დაწინაურების პერსპექტივით.

კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: http://master-trade.ge/home

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სასურველია რომელიმე ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური/რუსული ენების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მათემატიკური ანალიზის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 09:30-18:00
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში (3-6თვემდე)- 700 ლარი, ხოლო გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ მზარდი.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს, და, რაც მთავარია, განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით 3X4-ზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |