www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღ. სტაჟირება სამოქ. და ადმინ. სამართლის მიმართულებით
მომწოდებელი: პინა მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

შპს "პინა მენეჯმენტი" არის საქართველოს ბაზარზე მოქმედი, სწრაფად მზარდი იურიდიული კომპანია რომელიც ახორციელებს კლიენტთა მომსახურებას სასამართლო საქმისწარმოების (სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე) და საკონსულტაციო მიმართულებით.
ამჟამად კომპანიას ესაჭიროება თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კომპანიის საქმიანობაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კონკრეტულ ქეისებთან დაკავშირებით ნორმატიული ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევა, ანალიზი და მოხსენებებისა და ანგარიშების მომზადება;
** ხელშეკრულებების, წერილობითი კორესპონდენციების, სამართლებრივი დასკვნების და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ვიზირება;
** კომპანიის წარმოებაში არსებული საქმეების პერიოდული მონიტორინგი, იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
** ხელმძღვანელის დავალებით კლიენტის წარმოდგენა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში (მათ შორის, კორესპონდენციების ჩაბარება და მიღება) და სხვა ძირითად მოვალეობებთან დაკავშირებული აქტივობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართლის ბაკალავრი, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სპეციალიზაცია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ნორმატიული ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევისა და ანალიზის უნარი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია.

ანაზღაურება: თვეში 300 ლარი სტაჟირების პერიოდში.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი (ორშაბათი-პარასკევი);
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში:

** მიიღებთ დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას როგორს სასამართლო საქმეთა წარმოების, ასევე საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიმართულებით;
** გექნებათ კომპანიაში დასაქმების რეალური პერსპექტივა.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: pinamanagement.lawoffice@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კანდიდატების შეფასება მოხდება წერილობითი დავალებისა და გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |