www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები დეპარტამენტის თანამშრომლის/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Shota@Rustaveli
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"Shota@Rustaveli Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას მიმღები დეპარტამენტის თანამშრომლის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეასრულოს ფრონტ ოფისის მოვალეობები, შეხვედრის, მისალმების და სტუმრის საჭიროებების დაკმაყოფილების ჩათვლით.
** უზრუნველყოს მომხმარებლის უმაღლესი ხარისხის მომსახურება
** ყველა სტუმართან ჩამოაყალიბოს კარგი დამოკიდებულება და მოახდინოს სწრაფი რეაგირება სტუმრის ყველა შენიშვნაზე იმისათვის რომ უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხი.
** უზრუნველყოს სტუმრის მოთხოვნების დაკმაყოფილება იმისათვის რომ კომფორტული და სასიამოვნო გახადოს მისი ყოფნა სასტუმროში
** უზრუნველყოს სტუმრის შენიშვნების მოგვარება ზრდილობიანად და ეფექტურად უმოკლეს ვადებში
** უზრუნველყოს აკურატული და ეფექტური გადახდის და რეგისტრაციის პროცესი.
** უზრუნველყოს სისუფთავე მის სამუშაო ადგილას
** შეასრულოს ზოგადი საოფისე მოვალეობები, მიმოწერის, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის ჩათვლით, რათა უზრუნველყოს რეცეფშენის სწორი ფუნქციონირება .
** ეფექტურად მართოს რეზერვაციის ყველა წყაროები და უზრუნველყოს რომ ყველა ჯავშანი სწორად იქნეს აღრიცხული.
** უზრუნველყოს ჯავშნებისა და გაუქმებების სწორი აღრიცხვა

აუცილებელი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@shotahotels.com და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |