www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: AML უმცროსი ოფიცერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

ბეთლაივი აცხადებს ვაკანსიას AML უმცროსი ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: 800 -1100 ლარი (ხელზე ასაღები თანხა + ბონუსი).
სამუშაო გრაფიკი: სრული/არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას.

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ყოველთვიური ბონუსი;
** სწავლის დაფინანსება (სასწავლო კურსები/ტრენინგები);
** პროფესიული ზრდა/განვითარება;
** უფასო კვება და პარკინგი;
** კორპორატიული დაზღვევა;

შესასრულებელი ამოცანები:

** ვებ გვერდის მომხმარებლის ვერიფიცირება/ იდენტიფიცირება;
** ვებ-გვერდზე არსებული თამაშების პროცესების შემოწმება;
** თამაშის კეთილსინდისიერად წარმართვის უზრუნველსაყოფად, კონკრეტული მოთამაშეების კონკრეტული სესიების შემოწმება;
** მოთამაშეთა მხრიდან თაღლითობის ფაქტების გამოვლენა, ტრანზაქციების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული ტრანზაქციის შეჩერება;
** თამაშის მიმდინარეობის პროცესებზე სტატისტიკური დასკვნების მომზადება;
** სალაროდან თანხის გატანაზე დასტურის მიცემა;
** ფინანსური რეპორტის მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის ბალანსებზე არსებული თანხების ბლოკირება/ჩამოჭრა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, იურიდიული მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " AML უმცროსი ოფიცერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |