www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: Digital TV
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"Digital TV" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის პოზიციაზე თბილისში.

"Digital TV" არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მომხმარებლებისთვის და აბონენტებისთვის მიმღები მოწყობილობების მონტაჟი;
** დაზიანების აღმოფხვრა და დემონტაჟის განხორციელება;
** გაუქმებული აბონენტების მომსახურება და კონტროლი;
** მომხმარებლებთან შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილის ფლობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო ან IT სფეროში.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

ბენეფიტები კომპანიისგან:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი;
** საწვავით უზრუნველყოფა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2022 წლის პირველი ოქტომბრის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge. დანიშნულების ველში აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ინსტალატორი თბილისში".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |