www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: NL რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას რთული NL რისკების მენეჯერის თანამდებობაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

ძირითადი ფუნქციები:

** კლიენტებთან კომუნიკაცია სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მობილიზაციის მიზნით;
** დაზიანებული ავტომობილის დათვალიერება და შემთხვევის დარეგულირების გეგმის ფორმირება;
** სადაზღვევო შემთხვევასა და ავტომობილის დაზიანებას შორის მიზეზ შედეგობრივი კავშირის დადგენის ორგანიზება;
** დაზიანებული ავტომობილების დეფექტური აქტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** ფაქტიური და პოტენციურად დაზიანებული დეტალების აღრიცხვა;
** ოფიციალური წარმომადგენლობებიდან კომპანიისთვის საუკეთესო პირობების მოპოვება;
** სადაზღვევო თაღლითობების გამოვლენა და მათი აღკვეთისთვის პრევენციული მოქმედებების დაგეგმვა;
** დეფექტური აქტის და შეფასების გადამოწმება და კორექტირება;
** ანაზღაურების კომიტეტის ორგანიზება;
** სადაზღვევო პირობების, ანაზღაურების პროცესის და პროდუქტის სპეციფიკაციების მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების წარმოდგენა რისკების მინიმიზაციის მიზნით;
** არასტანდარტულ და დელეგირების ლიმიტების მიხედვით განსაზღვრულ ქეისებში ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღება;
** პროდუქტის თვითღირებულებაზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენა და შესაბამის განყოფილებებთან კომუნიკაცია;
** ზარალიანობის და რისკების კონტროლის მექანიზმების მუშაობის უზრუნველყოფა;
** დელეგირების დონეების ფარგლებში სტრუქტურული ერთეულების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შერჩევითად შემოწმება ოპტიმალურობის ანალიზის მიზნით, არასათანადო გადაწყვეტილებების შემთხვევაში შესაბამისი მითითებების მიცემა.

მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება;
** სასურველია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება არასამედიცინო დაზღვევის მიმართულებით (ანდერაიტინგის, სადაზღვევო ანაზღაურების ან რისკების მართვის დეპარტამენტში);
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office, აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** ავტომობილის აგებულების ცოდნა;
** ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკური კომპეტენციის ქონა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** არგუმენტირებული ოპონირების უნარი;
** გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** მაღალ დონეზე განვითარებული პასუხისმგებლობის შეგრძნება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (რთული NL რისკების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 სექტემბერი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpi-holding---vienna-insurance-group/?viewAsMember=true



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |