www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რესეფშენ-ოპერატორი
მომწოდებელი: DHL
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"DHL"-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას რესეფშენ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30;
** შაბათი 09:30-14:00

ძირითადი მოვალეობები:

** უშუალო კომუნიკაცია მომხმარებელთან;
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და გამგზავნის მოთხოვნებზე მორგებული გადაზიდვის სერვისის შეთავაზება;
** გზავნილის შეფუთვის შემოწმება;
** დამკვეთისთვის ტარიფის მიწოდება;
** ელექტრონულ სისტემაში გზავნილების გაფორმება, გაგზავნილი გზავნილების გადამოწმება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: HR@geoexpress.ge. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რესეფშენ-ოპერატორი თბილისი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |