www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპედიტორი
მომწოდებელი: ტრეიდ პარტნერი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

სადისტრიბუციო კომპანია "ტრეიდ პარტნერი" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
** შრომითი ანაზღაურება: 900 ლარი.

ჩვენ გვჭირდება ერთგული, ენერგიული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს და ორიენტირებულები არიან განავითარონ თავიანთი კარიერა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება;
** კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკისა და შინაგანაწესის დაცვა;
** ყოველდღიურად ამოღებული თანხების კომპანიის ანგარიშზე განთავსება;
** სავაჭრო ობიექტებთან არსებული პროდუქციის გამართული მერჩენდაიზინგი;
** ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

აუცილებელი მოთხოვნა: მართვის მოწმობა, B კატეგორია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დავალებების სწორად გადანაწილების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, სწრაფ კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: TP@tradepartner.ge; tradepartner21@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ექსპედიტორი). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ კომპანია "ტრეიდ პარტნერიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6თვის განმავლობაში, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემები შეიძლება შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |