www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადრეული განვითარების პროგრამის ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1995 წელს. ორგანიზაციის მისიია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათი სოციალური ინკლუზიისთვის.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" ქ. თბილისსა და მარნეულში ორგანიზაციის ბაზაზე მოქმედ "ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული მენეჯერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრონულ პორტალზე პროგრამის ბენეფიციართა რეგისტრაცია და პორტალზე შესრულებული სამუშაოს აღრიცხვის ყოველთვიური მონიტორინგი;
** სერვისში ჩართვის მსურველთათვის მომსახურების პირობების, ჩასარიცხი პროცედურებისა და პროგრამის შინაარსობრივი მხარის გაცნობა;
** პროგრამის სამიზნე ჯგუფის ბენეფიციართა მოზიდვა და პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა საკომუნიკაციოს არხის საშუალებით;
** საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციართა ოჯახებთან კომუნიკაცია;
** პროგრამის გუნდისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა პროგრამასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საკითხებში;
** პროგრამით გათვალისწინებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** თანამშრომელთა პირადი საქმის წარმოება, დოკუმენტების მოვლა-შენახვა;
** თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო პროცედურის დროულად წარმართვა/სახელფასო ტაბელზე მუშაობა
** პერსონალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების/მოვალეობების დაცვის მონიტორინგი
** ორგანიზაციის შინაგანაწესის შესრულებაზე ზედამხედველობა;
** კორესპონდენციის წარმოება, ორგანიზაციული დოკუმენტების მოვლა-შენახვა
** პერსონალის შერჩევასთან დაკავშირებული პროცესების მართვა
** ახალი თანამშრომლებისთვის საორიენტაციო შეხვედრების ჩატარება პროგრამის ადმინისტრაციული საკითხების შესახებ ორგანიზაციის ბაზაზე როგორც თბილისში, ასევე მარნეულში.
** მენეჯმენტთან ერთად პროგრამის მუშაობის სტრატეგიის, სამომავლო გეგმების დასახვაში აქტიური მონაწილეობა.
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია

სამუშაო საათები მოიცავს კვირაში ხუთ სრულ სამუშაო დღეს 10:00-დან 19:00 საათამდე შესვენების საათის ჩათვლით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი)
** სასურველია ბავშვთა ადრეული განვითარების პრინციპების/თავისებურებების ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, excel, Power Point, Outlook.)
** ენები: წერა, კითხვა, კომუნიკაცია ქართული აუცილებელი. ინგლისური, რუსული (სასურველია)

პიროვნული მახასიათებლები:

** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** დამოუკიდებლად ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების და პრობლემის გადაწყვეტისას პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** რამდენიმე საკითხის ერთდროულად წარმართვის უნარი;
** პიროვნული ზრდის მოტივაცია.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა
** სამუშაო გამოცდილება
** მოტივაცია
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა
** შერჩევის შემდეგ კანდიდატი ვალდებულია ორგანიზაციის ბაზაზე გაიაროს საორიენტაციო კურსი (2 კვირა ან დამატებით საჭიროებისამებრ)

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა.
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელ. მისამართზე უნდა წარმოადგინოს:

** რეზიუმე (CV)
** სამოტივაციო წერილი

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 15 ოქტომბერი.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე dcfs.georgia@gmail.com. "Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადრეული განვითარების პროგრამის ადმინისტრაციული მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |