www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"Gastronome"-ის ჰოლდინგი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით; SHOP & DINE კონცეფციის რესტორნებით: Bistro by Gastronome; Argentinian Steakhouse by Gastronome; მეიდანზე ქართული რესტორნით "თამარა "; და კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome.

"გასტრონომის" გუნდში ვეძებთ თანამშრომელს სტიუარდის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოში ჰიგიენისა და სისუფთავის ყველა სტანდარტული ნორმების დაცვა
** ქიმიური ხსნარების მოხმარების კონტროლი და აღრიცხვა
** სამზარეულოს სრული ინვენტარის დასუფთავება, სანიტარიზაცია და მუდმივი კონტროლი (ჭურჭელი, გაზქურა, მაცივრები და ა.შ.)
** გარეცხილი, გასტერილებული და სუფთა ჭურჭლის განთავსება ნორმების დაცვით.

მოთხოვნები:

** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
** ქიმიური ხსნარების მოხმარების ცოდნა
** სამზარეულოს ინვენტარის დასუფთავების სტანდარტების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: მოძრავი, კვირაში 40 სამუშაო საათი.
მდებარეობა: თბილისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |