www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"გასტრონომის" საოპერაციო გუნდში ვეძებთ კანდიდატს ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

"გასტრონომი" დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია 7 ფილიალით. მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქციის სრული უმრავლესობა არის იმპორტირებული და დაახლოებით მოიცავს 200 აქტიურ ბრენდს.

ვაკანსიის დეტალები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00;
** ადგილმდებარეობა: უნივერსიტეტის ქუჩა N24 (სათავო ოფისი);
** ბენეფიტი: ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა;
** საზღვარგარეთ მივლინება გამოფენებზე. (აუცილებელია, რომ კანდიდატს არ ჰქონდეს რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთ გამოფენებზე მივლინებისას).

სამუშაო აღწერილობა:

** საჭიროების შემთხვევაში, კატეგორიების მიხედვით ახალი ბრენდების მოძიება, მათთან კონტაქტზე გასვლა და მოლაპარაკებების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მომწოდებლებისგან, კომერციული შეთავაზების მიღება და დამუშავება;
** არსებულ და ახალ ბრენდებზე სატრენინგო მასალების/პრეზენტაციების მომზადება;
** საერთაშორისო გამოფენებიდან მოძიებული ინფორმაციის დახარისხება/გაფილტვრა;
** მაღაზიის კონსულტანტებისთვის ტესტირებების შედგენა და გასწორება;
** არსებულ ბრენდებზე მარკეტინგის დეპარტამენტისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება/დამუშავება;
** მარკეტინგულ აქციებთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
** შემოსული იმპორტისთვის მიღება-ჩაბარებების გამზადება;
** მაღაზიებს შორის ნაშთების კონტროლი და გადანაწილების უზრუნველყოფა;
** დარიცხული იმპორტის გადასახადების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული, ბრენდებთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა. როგორც წერითი, ასევე საკომუნიკაციო უნარები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია apex-თან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების და კარგი კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს კარგი ტექნიკური უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მოკლე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |