www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: VIP მომხმარებელთან კომუნიკაციის აგენტი
მომწოდებელი: Find Your Success
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

კომპანია "Find Your Success" გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ეძებს, ატრენინგებს და ასაქმებს წარმატებულ კანდიდატებს გაყიდვების წამყვან კომპანიებში. ნებისმიერი წარმატებული ბიზნესი სრულად დამოკიდებულია გაყიდვების გუნდზე. თუ ხართ მზად შეისწავლოთ და დასაქმდეთ გაყიდვების სფეროში თქვენ უნდა მოხვდეთ ჩვენთან!

ჩვენი კომპანია გთავაზობთ უმოკლეს ვადაში მიიღოთ უფასო პროფესიული ტრენინგი გაყიდვების წამყვანი კომპანიებიდან დასაქმების პერსპექტივით.

იმუშავე ჩუმად და მიეცი საშუალება წარმატებამ მოიტანოს ხმაური!

ვეძებთ ერთგულ ადამიანებს ერთ-ერთი კომპანიისთვის VIP მომხმარებელთან კომუნიკაციის აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** დისტანციურად მოლაპარაკებების წარმოება;
** ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** კომპანიის პროდუქტის სრულყოფილად შესწავლა და მომხმარებლისთვის გაცნობა;
** მომხმარებლის მოთხოვნილებების შესაბამისად კონკრეტული პროდუქტის მორგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ პიროვნული თვისებები:

** ინტელექტის მაღალი დონე
** 21-ე საუკუნეში მიმდინარე ტენდენციების ცოდნა
** აზარტული
** ენერგიული
** დეტალებზე ორიენტირებული
** პოზიტიური
** პრეზენტაციის კარგი უნარი
** კომუნიკაბელური

ამ კომპანიაში თქვენი ისარგებლებთ არა ერთი ბენეფიტით:

** მუდმივი ტრენინგი და გადამზადება გაყიდვების სფეროში
** გრაფიკი: არასრული განაკვეთი (დღეში 5:30 სთ)
** ფიქსირებული ანაზღაურება: 650 GEL
** მთლიანად სახელფასო რეინჯი: 1 650-3 150 GEL

შერჩეული კანდიდატები გაივლიან 10 დღიან სავალდებულო ტრენინგს, რომელიც მოიცავს თეორიულ და ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულს მისამართზე: findyoursuccess.vacancy@gmail.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოს ვაკანსიის სახელწოდება- VIP მომხმარებელთან კომუნიკაციის აგენტი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანია "Find Your Success" გისურვებთ წარმატებებს და კარიერულ განვითარებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |