www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: სონნივა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შპს "სონნივა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ?

** კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება: პირველი სამი თვის განმავლობაში 900 ლარი, სამი თვის შემდეგ 1000 ლარი (ყოველთვიური ბონუსი 200+ ლარის ოდენობით);
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;
** სამუშაო გრაფიკ: პირველი 6 თვის განმავლობაში ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:00. 6 თვის შემდეგ 5-დღიანი სამუშაო გრაფიკი;
** კომფორტული სამუშაო გარემო.

მოვალეობები და ვალდებულებები:

** ჩამოსული საქონლის სწორად დათვლა;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დაცლა-დალაგება;
** მომხმარებლების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის ცოდნა;
** რუსული, თურქული ან აზერბაიჯანული (სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი) ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციისა და გადაწყვეტის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonnivageorgia.com.

მისამართი: თბილისი, მექანიზაციის ქუჩა N1

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |