www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ-მცხობელი
მომწოდებელი: აუგუსტი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"აუგუსტი" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მცხობლის პოზიციაზე.

"აუგუსტი" არის, ქართული არტიზანული ბულანჟერიეების ქსელი, რომელიც აწარმოებს ევროპული ტექნოლოგიებითა და რეცეპტებით შედგენილ პურ-ფუნთუშეულს.

"აუგუსტი" პირველად ბაზარზე გამოჩნდა 2019 წელს და ამჟამად წარმოდგენილია 6 ფილიალით და ახალი მულტიფუნქციური, თანამადროვე ტექნიკით აღჭურვილი საწარმოთი.

შეფ-მცხობლის ძირითადი მოვალეობები:

** რეცეპტების შექმნა, მოძიება და მენიუში ცვლილებების შეტანა;
** შეკვეთების სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით შესრულება
** მენიუს გადახალისება, ახალი პროდუქტების დამატება;
** პროდუქციისა ხარისხის შემოწმება
** მარაგების კონტროლი
** ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი/შეფასება

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით სასურველია;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა;

საჭირო უნარები:

** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ზეგანაკვეთური დღეების და საათების ანაზღაურება
** ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 24 სამუშაო დღე
** 40% ფასდაკლება აუგუსტის ყველა პროდუქტზე

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (40 საათი)
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: jobs@august.com.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 568404892



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |