www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მეორადი ავტომობილების მიმართულების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას მეორადი ავტომობილების მიმართულების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე გაყიდვების დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი - 09:30-დან 15:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** მეორადი ავტომობილების გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა და მომხმარებელთა პორტფელის გაზრდა;
** მეორადი ავტომობილების რეალიზაციის ახალი არხების მოძიება და არსებული არხების სტიმულირება;
** საავტომობილო ბაზრის კვლევა, ფასთა დინამიკის მუდმივი მონიტორინგი;
** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრა და ახალი მომხმარებლების მოძიება;
** მეორადი ავტომობილების ჩაბარებისა და რეალიზაციის სრული ციკლის მართვა;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება;
** მონაცემთა ბაზების წარმოება, პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** აქსესუარების რეალიზაციის სტიმულირება - აქსესუარების კატალოგის შესწავლა, ავტომობილების სხვადასხვა მოდელებისთვის ეფექტური კომბინაციების შემუშავება და მომხმარებლებისთვის შეთავაზება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება საავტომობილო სფეროში;
** სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები / უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციის გამოკვეთილი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/1830 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |