www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუპრინტი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

სარეკლამო კომპანია შპს "ნიუპრინტი" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ენუქიძის ქ. N5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 800 - 1000 ლარი (კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან
** მომხმარებლისათვის მომსახურების გაცნობა/შეთავაზება
** არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობა, მიღებული შეკვეთების განაწილება და კონტროლი
** შეკვეთების წარმოების პროცესის უზრუნველყოფა და მონიტორინგი
** არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება, მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი
** მუდმივი მომხმარებლის დავალიანებების მონიტორინგი და რეპორტინგი
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია სერვის მენეჯერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@phfavorite.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სერვის მენეჯერი

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |