www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე (დასვენების ორი დღის შეთანხმება შესაძლებელია)
** ანაზღაურება ჯამში თვეში 800 ლარი ან/და მეტი (ხელზე ასაღები);

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის/დაწინაურების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს;
** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება მნიშვნელოვანია;
** აუცილებელია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათ შორის განსხვავებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება;
** გაყიდული პროდუქტის შესახებ, მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა;
** გაყიდვების გაუმჯობესებასა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე vacancy@zoommer.ge გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება ადგილმდებარეობასთან ერთად: "გაყიდვების კონსულტანტი ზუგდიდში".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |