www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ელექტროობის მიმართულება
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას დეპარტამენტის ხელმძღვანელის (ელექტროობის მიმართულება) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126.
ანაზღაურება: 5000 ლარიდან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის დაგეგმვა, რაც გულისხმობს პროექტის სამუშაო გეგმის შესრულებას, სამუშაო რესურსების (ხელსაწყო იარაღების, სახარჯი მასალების, მუშახელის) განაწილებისა და გამოყენების გეგმის შემუშავებას, ასევე დაქვემდებარებული პირებისთვის სამუშაო გეგმის გაცნობას;
** ხარჯთაღრიცხვების, ფორმა 2-ებისა და ხაზობრივ ფინანსური გეგმა-გრაფიკის და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ელექტროსქემების, მიერთებების, ელ. ფარების აწყობისა და სხვა ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა;
** გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დროული და სრულფასოვანი შესრულების მონიტორინგი;
** სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელების კონტროლი;
** პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმართვა და მონიტორინგი;
** პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების მიზეზის დადგენა და მისი პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
** პროექტის ფარგლებში სამუშაოების და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
** ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ინიცირება და რეალიზება;
** მიმდინარე ტექნიკური საკითხების კოორდინაცია;
** საერთაშორისო ბაზარზე ახალი მომწოდებლების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; ასევე ტექნიკური რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office-ის) სრულყოფილად ცოდნა;
** კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ ან/და მსგავს პოზიციაზე;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** საქმიანობის სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მაღალ დონეზე კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
** მოლაპარაკების პროცესში დარწმუნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი და პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი და სხარტი აზროვნება;
** ტექნიკური მიმართულებით ინფორმაციის ოპერატიულად ათვისების უნარი;
** სოციალურად გახსნილობა და კოლეგიალურობა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@elplus.ge. წერილის სათაურში სავალდებულოა ვაკანსიის დასახელების მითითება: "დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ელექტროობის მიმართულება)" რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |